ოთარ კახიძე - პროტესტი გაგრძელდება და არ დასრულდება ასე მარტივად, როგორც წარმოუდგენია ივანიშვილს

პროტესტი გაგრძელდება და არ დასრულდება ასე მარტივად, როგორც წარმოუდგენია ივანიშვილს,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის დროს დაკავებული მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტების სასამართლო პროცესი იმართება.

კახიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების დაკავების მიზანი იმ ადამიანების შეშინებაა, ვინც ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ.

“მიზანი არის ის, რომ შეაშინონ ახალგაზრდები და შეგვაშინონ ზოგადად, ის ადამიანები, ვინც ვაპროტესტებთ ხელისუფლების სამარცხვინო საქციელს. ამ დაკავებებს ეს შედეგი არ ექნება, თუარადა, ნახონ არასამთავრობოების მომზადებული ვიდეოკლიპი “თუ დამიჭერ, ჩემს ნაცვლად გამოვა სხვა”. ყველას ვერ დაიჭერენ და საბოლოო ჯამში თვითონ დაიღლებიან. ნიშანდობლივია, რომ პროტესტს ისეთი შემაშინებელი ეფექტი აქვს ხელისუფლებისთვის, რომ ათასობით პოლიციელის მობილიზება სჭირდება იმისთვის, რომ პარლამენტის სხდომა ჩატარდეს. ეს პროტესტი გაგრძელდება და არ დასრულდება ასე მარტივად, როგორც წარმოუდგენია ივანიშვილს”,- განაცხადა კახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო