ანა დოლიძე აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებზე რეგულაციების შემოღების პეტიციაზე 10 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი და მთავრობა ვალდებულია, ინიციატივა განიხილოს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან "აზარტული თამაშების წინააღმდეგ" კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და კამპანიის წარმომადგენლებმა მორიგი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, პეტიციამ აზარტულ თამაშებზე რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის შესახებ 10 000 ხელმოწერა 30-დღიან ვადაში მოაგროვა და ამიტომ, მთავრობა ვალდებულია, განიხილოს ეს ინიციატივა.

,,დღეს გადავწყვიტეთ, რომ შევკრებილიყავით ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შევიტანეთ ამ ხელმოწერების შეგროვებაში. ამ ხალხმა, რომელიც აქ დგას და სანდრო ბერაძის ოჯახმა, შეძლო შეუძლებელი და ჩათვალეთ, რომ დღეს ჩვენ გადავდგით უდიდესი ნაბიჯი. საქართველოს მთავრობას და ბატონ გახარიას ცალსახად ევალებათ განახორციელონ ხალხის ნება და დაიწყოს აზარტული თამაშების მოწესრიგება. არ შეიძლება ჩვენ შეგუებულნი ვიყოთ იმ ღიაობას და თავაშვებულობას აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, რაც არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ პირველი გამარჯვება. ამის შემდეგ, ვითხოვთ იმას, რომ პეტიცია განიხილოს საქართველოს მთავრობამ კანონის მიხედვით და განახორციელოს ყველა ის ნაბიჯი, რაც არის აღნიშნული პეტიციაში და პირველ რიგში, ეს არის არასრულწოვნების დაცვა და რეკლამის აკრძალვა. ვაგრძელებთ სხვადასხვა ნაბიჯებს წნეხის განსახორციელებლად," - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge მოქალაქე ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის შესახებ 2019 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

მისი ძირითადი მოთხოვნებია:

1. აიკრძალოს 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა და რეგისტრაცია. ამ დრომდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუჩერდეთ სტატუსი და შეეზღუდოთ თამაშის უფლება; მოხდეს აკრძალვის ზედმიწევნითი აღსულება. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ სასწრაფოდ გამოყოს სახსრები ლუდომანიით დაავადებულთა დასახმარებელი/ პრევენციული პროგრამებისთვის, მათ შორის ცხელი ხაზის ასამოქმედებლად.

2. სრულად აიკრძალოს როგორც სახმელეთო, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა მათ შორის უნდა შეეხოს ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტ მედიას, სოციალურ მედიას, ციფრულ ვებ-გვერდებს, ბლოგებს, გარე რეკლამებს განთავსებულს ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ავტობუსებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსებზე და ა.შ.

3. გამკაცრდეს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულირება. ამასთან მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა.

4. ხელისუფლებამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის ამოცანასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ხმელეთის კაზინოები განთავსდება კონკრეტულ სპეციალურ ტურისტულ ზონებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა