უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის ურთიერთმისაღები ვადების შეთანხმება ვერ მოხერხდა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლის ბოლომდე უკრაინაში ვიზიტისთვის უკრაინისა და საქართველოს ლიდერების სამუშაო გრაფიკების გამო, ურთიერთმისაღები ვადების შეთანხმება ვერ მოხერდა. მხარეები ვიზიტის მოსამზადებლად მუშაობას მომავალ წელს განაგრძობენ. ამის შესახებ „უკრინფორმს“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„უკრაინული მხარე დაინტრესებულია მაღალი რანგის ორმხრივი დიალოგის გამართვაში. ამ მიზნით განიხილება საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის საკითხი. უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ვერ მოხერხდა მიმდინარე წლის ბოლომდე ურთიერთმისაღები ვადების შეთანხმება. ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ ამ ვიზიტის მომზადებაზე მომავალი წლისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში განაცხადეს, რომ ვლადიმერ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრათა დინამიკა ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო