ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულ ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტური პარტიის” წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჩხარტიშვილის ადვოკატის, ია სირანაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. სირანაშვილის თქმით, ბრალდებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და პირიქით - მის მიმართ სამართალდამცველებმა ძალადობრივი მეთოდი გამოიყენეს.

“რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით გადაწყვეტილებას. ვითომდა, ლაშამ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამაცავ ორგანოებს, მაგრამ ლაშას არ გაუწევია წინააღმდეგობა, პირიქით - სამართალდამცველების მიერ იყო ლაშას მიმართ ძალადობა, კერძოდ ის, რომ დაწოლილ მდგომარეობაში კაცს დაათრევდნენ ქამრით წინ და უკან. 8 დღე მიუსაჯეს. ჯარიმასაც გავასაჩივრებთ და ამ გადაწყვეტილებასაც”,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თავად ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, რადგან წინა სხდომაზე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა და ჯარიმის სახით 300 ლარი დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა