ლონდონის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შედეგად  ხუთი ადამიანია დაჭრილი

ლონდონის ხიდთან დღეს მომხდარი ინციდენტის შედეგად, რომელსაც თან ახლდა სროლა, დაჭრილია 5 ადამიანი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თუმცა, ლონდონის სამედიცინო სამსახური ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამასთან, ლონდონის პოლიცია უშვებს ვერსიას, რომ მომხდარი შესაძლოა, ტერაქტი იყოს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ხიდზე შეიარაღებული მამაკაცი მოკლა. ამის შესახებ Sky news პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ხიდზე, დანით შეიარაღებული უცნობი პირი ხალხს თავს ესხმოდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ დამნაშავის ლიკვიდაცია განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ 3-4 დეკემბერს ლონდონში ნატოს სამიტია დაგეგმილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა