„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა დღეს სასტუმრო „ბილტმორში“  გაიმართება

„ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება. შეხვედრა 10:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გუშინ, როდესაც შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერები აცხადებდნენ, რომ შეხვედრა აქციის ფონზე ჩაივლიდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობენ. ინიციატივის ავტორი 30-მდე პარტიაა, მათ შორის „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო, "შენების მოძრაობა", „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და ა.შ.

ახალი მოდელის თანახმად, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისგან. ამასთან, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პარტიებსა და ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც.

პროექტით, მაჟორიტარული სისტემით არჩევნები იმართება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6-ისა და არაუმეტეს 8-ისა.

ოპოზიციის მიერ შემუშავებული პროექტით, პარტიის/ ბლოკის მიერ ორივე საარჩევნო სისტემით მიღებული მანდატების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რიცხვს, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულმა სიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა