გიორგი ვაშაძე -  2020 წლის არჩევნების ახალი მოდელი  სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან

2020 წლის არჩევნების ახალი მოდელის პრეზენტაცია, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებას შესთავაზა, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ წარადგინეს. ახალი საარჩევნო სისტემის ინიციატივა, გერმანული მოდელის მიხედვით შეიქმნა, რომელიც მაჟორიტარული მანდატების პროპორციულად გადანაწილებას ითვალისწინებს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან.

„დამოუკიდებელი კონსტიტუციონალისტები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციები – ყველა თანხმდება, რომ რასაც ჩვენ წარვადგენთ არის სრულად კონსტიტუციური. ვინ არ თანხმდება ამას – ის ადამიანები, ვინც ერთხელ უკვე მოგვატყუა და გვითხრა, რომ ვითომ უმრავლესობა არ იყო საკონსტიტუციო და არ მიიღეს ცვლილება. ეს არის წყლის ნაყვა. ისინი არიან კუთხეში მიყენებული და შავზე თეთრის მტკიცებით თავიანთ სახეს აუბედურებენ. მოვუწოდებ, რომ სახე ოდნავ მაინც შეინარჩუნონ და დაეთანხმონ იმას, რომ ჩვენ მიერ მომზადებული კანონი არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. ის ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების მისწრაფებას და რაც მთავარია, ხალხი გადაწყვეტს, იმას თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და არა საარჩევნო სისტემა ან საარჩევნო სისტემით მანიპულაცია, ეს არის მთავარი მიზანი.

ეს არის კარგად გათვლილი საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ეყრდნობა „გერმანულ მოდელს“, მაგრამ ითვალისწინებს ქართულ რეალობას და არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. არ დაგიმალავთ, კომუნიკაცია გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთან და გავაცანით მათ ეს ყველაფერი. მივმართავთ ეუთო-ოდირს, რომელსაც ყველაზე მაღალი სანდოობა აქვს ამ კუთხით და თუ იტყვიან, რომ კონსტიტუციურია, ესე იგი, კონსტიტუციურია და დამთავრდება ამით ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობები შეიმუშავა, რომელიც განსახილველად ვენეციის კომისიას და ODIHR-ს გადაეგზავნება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა