იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოსა და უკრაინის მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრუსელში გამართული პრესკონფერენციის დროს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთის მხრიდან ნატო გარდაუვალ საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა რუსეთი კვლავ აგრძელებს შეიარაღების განახლებას.

„დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეების მიმართ აშკარა საფრთხეს. ჩვენ ვხედავთ სტრატეგიულ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც სამხედრო ტექნლოგიების, მათ შორის ბირთვული შეირაღების გაზრდაში ინვესტიციას დებს და რუსეთს, რომელიც არღვევს ევროპაში შეიარაღების კონტროლის შესახებ არსებულ პრინციპებს. რუსეთი აგრძელებს ისეთი რაკეტების განლაგებას, რომლებსაც ევროპის ქალაქებამდე მისაღწევად რამდენიმე წუთი სჭირდებათ.

და ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც პასუხისმგებელია მისი მეზობლების - საქართველოსა და უკრიანის მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე. ასევე რუსეთს უნებართვოდ ჰყავს სამხედრო შენაერთები მოლდოვაში.

რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრების მიმართ აგრესიული ქმედება არ გვინახავს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნატომ თავდაცვის გაძლიერება განაგრძოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო