უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროსაბჭოს ექსპერტს შეხვდნენ

უზენაესი სასამართლოს გიორგი ბრწყინვალეს სახელობის დარბაზში, ევროპის საბჭოს იურიდიული პროფესიის გაძლიერების პროექტის საერთაშორისო ექსპერტი, არმან ზვრანდიანი უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარეს, ვასილ როინიშვილსა და სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მოსამართლეს, გიორგი შავლიაშვილს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, საერთაშორისო ექსპერტი საქართველოში ადვოკატთა პროფესიული საქმიანობისა და ამ მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის კონკრეტული დეტალებით, აგრეთვე ადვოკატთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებით დაინტერესდა.

„მოსამართლეებმა ვასილ როინიშვილმა და გიორგი შავლიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ევროსაბჭოს ექსპერტს შეხვედრაზე დასმულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა