ანა დოლიძე არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა თანამშრომლობას „ლელოს“, „შენების მოძრაობის“ და „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურ პლატფორმასთან

მომავალი რას გვიჩვენებს, არავინ ვიცით, დღევანდელი მდგომარეობით, უამრავი საქმე მაქვს. ფორმატები მომავალში ვნახოთ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა მოსამართლემ, ანა დოლიძემ ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა - აპირებს, თუ არა ის ახალი პლატფორმის - „ლელო“, „ახალი მემარჯვენეები“, „შენების მოძრაობა“ - წევრობას და იყო თუ არა მათი მხრიდან შემოთავაზებები.

ანა დოლიძის თქმით, ის მიესალმება გაერთიანებებს, რომლებიც პროდასავლური მიმართლებით შეიქმნება და რომლებიც „ეცდებიან გაარღვიონ ორპულუსიანობა“.

,,გუშინელ წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნე დიდი წუხილი და მოთხოვნა ორპულისიანობის დასრულებასთან დაკავშირებით. დროა, რომ საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური მონოპოლია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“ პოლიტიკურ ველზე. ამიტომ გაერთიანებებს, რომლებიც შეიქმნება პროდასავლური პლატფორმით, რომლებიც ეცდებიან, რომ გაარღვიონ ორპულუსიანობა, მე მივესალმები. მივესალმები ახალშექმნილ "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციას პარლამენტში, მივესალმები „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „შენების მოძრაობის“ ალიანსსაც. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ორი დიდი დინოზავრის მონოპოლია პოლიტიკურ ველზე დასრულდეს. მე დღეს დიდი სიამაყით ვარ ჩართული მნიშვნელოვან სამოქალაქო აქტივობებში - გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვები აზარტული თამაშებისგან, არ შევქმნათ რუსული კულტურის და ენის ცენტრი და შევქმნათ თავისუფალი სასამართლო. დღევანდელი მდგომარეობით მე სიამაყით ვაგრძელებ სამოქალაქო საქმიანობას,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, ჩართულია მრავალმხრივ კონსულტაციებში ადამიანებთან, რომლებიც შეწუხებულნი არიან ქვეყანაში შექმნილი კრიზისით და ამ სიაში უამრავი ადამიანი მოიაზრება.

„ჩართული ვიყავი და ვარ მრავალმხრივ კონსულტაციებში ადამიანებთან, რომლებიც შეწუხებულნი არიან ქვეყანაში შექმნილი კრიზისით. ამ სიაში მოიაზრება უამრავი ადამიანი, მათ შორის ახალი საპარლამენტო ფრაქციის და ალიანსის ხალხი, მაგალითად, ფიქრია ჩიხრაძე ჩემი დიდი ხნის თანამებრძოლია 2004 წლიდან. მე ვარ ჩართული აქტიურ კონსულტაციებში, რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი ხალხისთვის. მომავალი რას გვიჩვენებს არავინ ვიცით, დღევანდელი მდგომარეობით უამრავი საქმე მაქვს ქვეყნის საკეთილდღეოდ და ფორმატები მომავალში ვნახოთ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს