ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავებულ „გაბედეს“ 4 წევრიდან  ერთს  5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა,  მეორეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, კიდევ ორს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა “გაბედეს” წევრს ანრი ჯანჯღავას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, დავით ნაფეტვარიძეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო დიმიტრი ლიპარტელიანსა და გიორგი პარუმბეგოვს სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა გამოიტანა.

სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის ვიდეომტკიცებულებები წარადგინეს და ასევე ორივე მხარის მოწმეები. მათ შორის, ის პოლიციელები დაიკითხნენ, ვინც აღნიშნული აქტივისტების დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა.

“მიმაჩნია, რომ ყველა პირის მიმართ უნდა შემწყდარიყო სამართალწარმოება. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, მოსამართლე მოიქცა თუ არა კანონიერად, სანამ გადაწყვეტილებას არ ჩავიბარებ”,- განაცხადა ადვოკატმა, დავით ბარბაქაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის დროს დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო