ბორის ჯონსონი დონალდ ტრამპს ურჩევს, ბრიტანეთის არჩევნებში არ ჩაერიოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „საუკეთესოდ“ იმოქმედებს, თუკი ბრიტანეთის არჩევნებში არ ჩაერევა.

„ის რასაც ჩვენ, როგორც ახლო მოკავშირეები და მეგობრები, ტრადიციულად არ ვაკეთებთ, ერთმანეთის საარჩევნო კამპანიებში ჩარევაა. როდესაც ისეთი ახლო მეგობარი და მოკავშირე გყავს, როგორიც შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფოა, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ორივე მხარემ გააკეთოს ისაა, რომ ერთმანეთის არჩევნებში არ ჩაერიონ,“ - განაცხადა ჯონსონმა რადიო LBC-თან საუბარში.

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ზოგიერთი წარმომადგენელი შიშობს, რომ ტრამპმა, რომელიც მომავალ კვირას დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით ლონდონში ვიზიტს გეგმავს, შესაძლოა საარჩევნო კამპანიას ხელი შეუშალოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინი ბრიტანეთისთვის "ისეთი ცუდი" იქნებოდა, რომ ჯონსონს ერჩივნა „ბრექსითის პარტიის“ ლიდერ ნიგელ ფარაჟისთან საარჩევნო პაქტს დასთანხმებოდა.

როგორც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის პრეზიდენტს „სრულად გათვითცნობიერებული აქვს, რომ სხვა ქვეყნის არჩევნებში აღარასდროს ჩაერევა.“

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს არის დაგეგმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა