გრიგოლ ვაშაძე - არსად მითქვამს, რომ ვფიქრობ, თითქოს დღეს რამე შედეგს მივაღწევთ

გაერთიანებულო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრა შედეგს გამოიღებს. ამის შესახებ მან სასტუმრო „ბილტმორში" განაცხადა, სადაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა გაიმართება.

„არსად მითქვამს, რომ ვფიქრობ, თითქოს დღეს რამე შედეგს მივაღწევთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, განსაკუთრებით ევროპის კავშირს, შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ მათ თავის თავზე იტვირთეს ეს ძალიან მძიმე მისია და დაიწყეს ორგანიზება ამ დიალოგის, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება. მეორე - ის, რომ გუშინდელი კოშმარული დღისა და ღამის შემდეგ, რაც ქუთაისში მოაწყო ხელისუფლებამ, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების და სხვა სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების მეშვეობით ჩვენ ოფისთან, დიდი ეჭვი გვეპარება, რომ რამისთვის იყვნენ მზად. მესამე მთავარი, ჩვენ კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადავდგით, „ქართულმა ოცნებამ" აიღო თავის თავზე პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ პროპორციული წესით ჩაატარებდა 2020 წლის არჩევნებს, ამაზე უარი თქვა. ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, წავედით კომპრომისზე, თუ ამაზე არ დათანხმდნენ, მაშინ პრობლემა არ არის, გაგრძელდება ყველაფერი ისევ ისე, როგორც არის. საქართველოს მოქალაქე არის დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან", ჩვენ რაც შეგვეხება, ოპოზიციურ პარტიებს ვერავინ დაგვადანაშაულებს იმაში, რომ დიალოგზე არ დავთანხმდით ან დიალოგი ჩავშალეთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო