ელიზაბეთ რუდი - იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე

იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

რუდმა იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა გადაწყვეტილებების მოძებნის საშუალება იქნება და არა ვარიანტების გამორიცხვის. მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსი დიალოგის დაწყებას მიესალმება.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, მხარეებს დიალოგისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდა. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს დიალოგი დაიწყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობების და გადაწყვეტილებების მოძებნის საშუალება და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვა.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ შეხვედრაზე წარმოდგენილნი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც მხარეებს გაუზიარებენ საკუთარ რჩევებს და საექსპერტო ცოდნას ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, აქ იმყოფებიან ევროკავშირის და გერმანიის ელჩები.

იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე და გამოავლენენ ევროინტეგრაციისკენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულებას,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს