ყვარელში ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის გაიხსნა

ყვარელში ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის გაიხსნა. ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ოთხდღიანი „ბუთქემფი“ მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ბანაკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება-დიზაინი, მათემატიკა) შესახებ ცნობადობის ამაღლებას, რათა მათ უკეთ შეძლონ კარიერის დაგეგმვა და აქტივობები მიმართონ STEM-თან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებზე სამუშაოდ.

მათივე ინფორმაციით, ბანაკში საქართველოს ყველა რეგიონის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 30 სტუდენტები მონაწილეობს, რომლებიც ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამებიდან შეირჩნენ.

„ბუთქემფის“ ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების, STEM-თან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევებისა და კორპორაციული თუ სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესახებ. ლექციები ძირითადად დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის, რობოტიქსის, ინტერნეტის, ფინტექის საკითხებს. ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების შექმნაზე. პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ესენია: ოლდრიჯის მეწარმეობის ინსტიტუტი, ჯეოლაბი, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი. ბანაკის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი და ფაბლაბ ილიაუნი აქტიურად იმუშავებს სტუდენტებთან იდეების ხელშესახებ პროდუქტად გარდასაქმნელად.

ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის ოთხ დღეს გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა