სუს-ი სამოქალაქო აქტივისტების განცხადებას „უსაფუძვლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამოქალაქო აქტივისტების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს „უსაფუძვლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.

სუს-ის ინფორმაციით, აქტივისტების განცხადება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა არის უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული პოლიტიკური ძალების აქტივისტების განცხადებებს, თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა. აღნიშნული ბრალდებები წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ უკვე გაკეთდა განმარტება და ითქვა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 76 ათას ევროდ ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით გაჟღერებული სხვადასხვა ტიპის ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და პოლიტიკურად მოტივირებულია“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო