სურინამის პრეზიდენტს სამხედრო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სურინამის სამხედრო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტს დეზი ბუტერსს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 1982 წელს 15 პოლიტიკური ოპონენტის მკვლელობისთვის. ბუტერსის ადვოკატმა აღნიშნული „პოლიტიკურ ვერდიქტად“ შეაფასა.

ოპოზიცია პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადადგეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 74 წლის პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოს დაკავების ორდერი არ გამოუცია.

მთავრობა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. დეზი ბუტერსმა ძალაუფლება 1980 წელს მოიპოვა. 1987 წელს საერთაშორისო ზეწოლით ის გადადგა, თუმცა ხელისუფლების სათავეში 1990 წელს კვლავ მოვიდა. მოგვიანებით მას თანამდებობის დატოვება კვლავ მოუწია, თუმცა 2010 წელს, არჩევნების შედეგად ის კვლავ აირჩიეს. 2015 წელს მისი მეორე ვადით არჩევა მოხდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა