„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისი - საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს - სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა,  დემოკრატიის საფუძვლებს ძირს უთხრის

საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ღრმად არის შეშფოთებული იმ პოლიტიკური კრიზისით და დარტყმებით, რომელიც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით ხორციელდება, რაც რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს და ძირს უთხრის კორუფციასთან ბრძოლას, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებამ, არ შეესრულებინა პირობა 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვის შესახებ, ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და იპოვოს კონტსრუქციული გზები, პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩასართავად.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკოსების დისკრედიტაციის მცდელობა, ძირს უთხრის ჯანსაღი დემოკრატიის საფუძვლებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ განგრძობითი საფრთხეებით, რის წინაშეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები დგანან“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ თავმჯდომარე დელია ფერეირა რუბიო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა