გიგა ბოკერია - ივანიშვილის გუნდს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს, საშინლად წვალობენ, ჩვენ ამ "პოლიტიკურ წვალებას" გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, რომ პროტესტი გაგრძელდება. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს სასტუმრო "ბილტმორში" განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა გაიმართა.

გიგა ბოკერიას თქმით, ისინი დიალოგის გაგრძელების მომხრეები არიან და ამასთან ერთად იქნება ქუჩის პროტესტიც.

"პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, სანამ არ იქნება შედეგი, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი გავრილოვის ღამისა და დაღვრილი სისხლის შემდეგ და რაზეც გადააგდო მთელი საზოგდოება. რაც შეეხება ამ დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის გაგრძელების, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, ისინი იმსახურებენ "პოლიტიკურ წვალებას" და ჩვენ ამ "პოლიტიკურ წვალებას" გავაგრძელებთ პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით, ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა და რის დაცვასაც აპირებს პროტესტით გარეთ", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი საკითხი - ე.წ. გერმანული მოდელი და "გავრილოვის ღამის" პატიმრების საქმე განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა