არჩილ თალაკვაძის განმარტებით, დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის

ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა ცხადად, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკური კონსულტაციები სამომავლოდ კიდევ შედგეს.

„პირველი შეხვედრა შედგა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რაც, ჩვენ ოპოზიციის მისამართით არაერთხელ ვთქვით და რაც თქვეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის ასეთი შეხვედრა არგუმენტების გასაცვლელად კარგი ფორმატი იქნებოდა. დღეს ეს მოხდა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა ცხადად, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის, შესაბამისად, იმ ფორმით და იმ ინიციატივით, როგორც ეს ჰქონდა ოპოზიციას წარმოდგენილი, შეუძლებელია მისი განხორციელება. დღეს, სანამ ეს შეხვედრა დამთავრდებოდა, რამდენიმე სხვა პოლიტიკურ საკითხზეც იყო დისკუსია და ამ საკითხების განხილვამ ასევე გვაჩვენა, რომ თვითონ ოპოზიციაც დღეს ყველა საკითხებზე არ არის შეთანხმებული, რომელიც ამ ფორმატში წამოიჭრა. შესაბამისად, მომავალში არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი პოლიტიკური კონსულტაციები კიდევ შედგეს. ჩვენ, როგორც დღეს, ისევე მომავალშიც პოლიტიკური კონსულტაციების გასაგრძელებლად მზად ვართ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება
"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსი კლინიკებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"სილქნეტი" აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში - დაფარვის ზონას დაემატა დუშეთი
Fitch-მა ტერაბანკს საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა
სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის კომპანია "არქის" ჯილდო გადაეცა
KTW ჯგუფი გურიაში 14 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს