ნინო ბურჯანაძე - მორალური უფლება არ გვაქვს, ახალგაზრდების მიერ მოპოვებული პროპორციული სისტემა, რომელიც მათ და საზოგადოებას ძალიან ძვირი დაუჯდა, ბოლომდე ვერ მივიყვანოთ

ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ახალგაზრდების მიერ მოპოვებული პროპორციული სისტემა, რომელიც მათ და მთელ საზოგადოებას ძალიან ძვირი დაუჯდა, ახლა ვერ მივიყვანოთ ბოლომდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ არგუმენტები, რატომ ეწინააღმდეგება ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მოპოვება. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ახალგაზრდების მიერ მოპოვებული პროპორციული სისტემა, რომელიც მათ და მთელ საზოგადოებას ძალიან ძვირი დაუჯდა, ახლა ვერ მივიყვანოთ ბოლომდე. მე ვერ მოვისმინე არგუმენტები, რატომ არ არის ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციური, ეს უფრო ჰგავს წინადადებაზე უარის თქმის სურვილს. უცნაურია, რომ ხელისუფლება უარს ამბობს, ჩვენი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ვენეციის კომისია ერთმნიშვნელოვნად იტყვის, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, კი ბატონო, ვეძებოთ სხვა გამოსავალი, მაგრამ ასევე ვთქვით, რომ თუ იტყვის, რომ არის კონსტიტუციური, მაშინ დათანხმდეს ხელისუფლება. არის მეორე ვარიანტი, რომ „ოდირს" გაეგზავნოს აღნიშნული დოკუმენტი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, დიალოგის კარი არ დაიხურა.

„ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად ოპოზიცია კონსტრუქციული ვიყავით და აბსოლუტურად ერთი აზრი გვქონდა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს