კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დირექტორთა და მასწავლებელთა მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა მესამე ეროვნული კონფერენცია თემაზე „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მომხსენებლებს წარმატებული მუშაობა უსურვა. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ეკატერინე დგებუაძე და ნუნუ მიცკევიჩი, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე.

კონფერენციის გახსნაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ირმა ტატიშვილი, ნინო მეტრეველი და დალი მინდიაშვილი.

კონფერენციაში მოხსენებით 70-მდე მომხსენებელი წარსდგა, რომლებიც 5 სექციაში მუშაობდნენ - დირექტორთა სექცია; ჰუმანიტარული საგნების სექცია; საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სექცია; უცხო ენის, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის სექცია; უსაფრთხო სკოლის სექცია.

დირექტორთა და მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციის მიზნებია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის მართვის შესაძლებლობების გაძლიერება სკოლებში პოზიტიური, ორგანიზებული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად; მასწავლებელთა და დირექტორთა შესაძლებლობების გაძლიერება სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებით; სკოლებს შორის თანამშრომლობის განვითარება ერთიანი აკადემიური სივრცის ჩამოყელიბების მიზნით; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი საქმიანობის წახალისება; თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვის გამოცდილების გაზიარება; საჯარო და კორძო სკოლების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვა და სხვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია