ირაკლი კობახიძე - შეხვედრაზე უშუალოდ მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლები იყვნენ გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია

შეხვედრაზე უშუალოდ მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლები იყვნენ გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია,- ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ დაესწრო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრას მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი. კობახიძის თქმით, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია და აღნიშნული მოძრაობის აქტივისტები ერთი პოლიტიკური ორგანიზაციაა.

„შეხვედრის ფორმატზე კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ვფიქრობთ, ყველაზე რაციონალური ფორმატი იქნა შეთავაზებული - ეს იყო ყოფილი თავმჯდომარეების ფორმატი. შემდეგ ოპოზიციისგან მივიღეთ წინადადება, რომ ამ სიას დამატებოდნენ გრიგოლ ვაშაძე და ირმა ინაშვილი, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. უშუალოდ მოძრაობა „სირცხვილიას" წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია. მათ დააფიქსირეს ამ მოძრაობის სახელითაც პოზიციები, ჩვენ ასე მივიღეთ, რადგან ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა,"- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა