არჩილ თალაკვაძე მოლაპარაკებებში მოძრაობა „სირცხვილიას“ ჩართვაზე - ეს არ არის ფორმატი, სადაც აქტივისტები მონაწილეობენ

ეს არ არის ფორმატი, სადაც აქტივისტები მონაწილეობენ , ეს არის ფორმატი,სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჩვენი პარტიორები მონაწილეობენ, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - იქნება, თუ არა შემდეგ შეხვედრაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ადგილი.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის ოპოზიციას მისცეს დრო რამდენიც მათ დასჭირდებათ, გააგრაძელონ აქციები,თუ პროტესტი იმ კანონმდებლობის ფარგლებში, როგორც მათ ეს სურთ და წარმოუდგენიათ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამით კონკრეტული პოლიტიკური შეთახმების მიღწევა შეუძლებელი იქნება. პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ პოლიტიკურ ფორმატებში და ეს საერთაშორისო საზოგადოებამ თავის რეკომენდაციებში, თავის რჩევებში დღესაც კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასე, რომ ჩვენ მომდევნო პოლიტიკური კონსულტაციებისთვის მზად ვართ, სადაც უკვე ალბათ, სხვა საკითხებს განვიხილავთ“, -განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო