არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აგრესიას არანაირი გასაქანი არ მიეცეს

არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები, ფიქრობენ, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესის გზით შესაძლებელია შეთანხმებები, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო პიკეტოლოგები არიან ვიდრე პოლიტიკოსები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა ქუთაისში მომხდარ ფაქტს, როდესაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ კანონმდებლობის ჩარჩოებიდან გასვლა დაიწყო, რომელიც არეგულირებს მშვიდობიან შეკრებასა და მანიფესტაციას, როდესაც მათ სცადეს ბლოკირება, პიკეტირება, შეურაცხმყოფელი აქციები, რაც ვფიქრობ, რომ სცდება ნორმალურ პოლიტიკურ კულტურას და არამხოლოდ კანონმდებლობას არღვევს, ამის შემდეგ ჩვენ კიდევ მოვისმინეთ საღ აზრს მოკლებული შეკითხვა, რომელიც მე, პირადად, კომიკურად მეჩვენება. დეპუტატებს ეკითხებოდნენ, რატომ მოხვედით დილის 09:00 საათზე სამსახურში. წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში, სხვა სამსახურში თქვენთან რომ მოვიდნენ ადამიანები და შეკითხვა დაგისვან, დილით რატომ მიხვედით სამსახურში. აი, ასეთ დონეზეა დასული ეს მიმართულება.

რაც შეეხება ქუთაისს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ თავის სახელი დაერქვას იმას, რასაც აკეთებდნენ ადამიანები, ოპოზიციის ნაწილის სახელით. პიკეტირება თუ სახელმწიფო ფუნქციების დაბლოკვა სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის საზღვრებს. რაც შეეხება აგრესიას, აგრესია თუ ვინმესგან იყო, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს იყო ოპოზიციის ამ ნაწილის მიერ ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აგრესიას არანაირი გასაქანი არ მიეცეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს