ირაკლი ჩიქოვანი - TANAP-ის პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რომლითაც აკავშირებს აზიას და ევროპას

რა თქმა უნდა, ამ პროექტის რეალიზაცია კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას როგორც ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე, ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, TANAP-ის გასზადენის პროექტის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შახდენიზის საბადოებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში.

„დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო TANAP-ის პროექტის ინაუგურაციას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შახდენიზის საბადოებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში და რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აკისრია თავისი როლი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც აკავშირებს აზიას და ევროპას ერთმანეთთან და ამ პროექტის რეალიზაცია კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას როგორც ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომლის კომენტარსაც პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა