ერდოღანი - მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა

"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავროებეს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, TANAP-ის გაზსადენი საქართველოს გავლით შედის ანატოლიაში და ამაში თავად საქართველოს ძალისხმევა დიდია.

"ამაყი ვარ, რომ მოთმინებითა და ძალისხმევით, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი 7 წელიწადნახევრიანი თანამშრომლობის გრძელი პერიოდი წარმატებით დასრულდა.

პრეზიდენტ ალიევის პირადი ძალისხმევითა და საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის დათქმულ ვადებში ასეთი წარმატებით დასრულება", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა