ირმა ინაშვილი - ჩვენი მოთხოვნაა, დამთავრდეს პოლიტიკური სპექტაკლები და დაისაჯონ დამნაშვეები, ვგულისხმობ სააკაშვილებს და ბოკერიებს

„ჩვენი პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს, დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური სპექტაკლები და დაისაჯონ დამნაშვეები, აქ ვგულისხმობ სააკაშვილებს და ბოკერიებს”,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერებთან შეკრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხდა.

ირმა ინაშვილის თქმით, მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ.

„პირველი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა. ჩვენ რეზოლუცია მეორედ დავარეგისტრირეთ პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს წინა რეჟიმის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას, მაგრამ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ ის რეზოლუცია. ყველას გვახსოვს, გამოვიდა „ქართული ოცნების” მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ბრძანა, რომ სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეები არსებობს და მტკიცებულებები წინა რეჟიმის ფიგურანტებზე. შესაბამისად, ჩვენ ვსვამთ საკითხს, დაიძრას ეს საქმეეები, გადმოიღოს პროკურატურამ თაროდან და დაისაჯონ დამნაშავეები. მეორე მოთხოვნა ჩვენი არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან. ჩვენ გვქონდა შეხვედრა დიოლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და კარგია, რომ დაიწყო საუბარი. პოლიტიკური პროცესი ქუჩიდან უნდა გადავიდეს კვლავ პარლამენტში”,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ლიდერების ხვალინდელ შეხვედრას, ინაშვილმა განაცხადა, რომ ის შეხვედრაზე არ მივა.

„ოპოზიციის ხვალიდან შეხვედრაზე არ მივალ ლეიბორისტების ოფისში, ჩვენ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად და არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ და მათთან ერთად რაიმე ტიპის ქმედებების დაგეგმვას, მითუმეტეს”,- განაცხადა ინაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს