ევრონიუსი - რატომ სურს ათასობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?

გამოცემა „ევრონიუსი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. სტატიაში სათაურით : „რატომ სურს ათასეულობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?“ აღნიშნულია, რომ ორი კვირაა, საქართველოში საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

„საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნამ ათასობით ქართველი ქუჩაში გამოიყვანა. დემონსტრანტები ბლოკავენ პარლამენტის შენობას. აქტივისტები საარჩევნო სისტემის რეფორმას ითხოვენ, რაც მაჟორიტარულიდან პროპორციულ წესზე გადასვლას ითვალისწინებს,“- წერს „ევრონიუსი“.

სტატიაში აღწერილია, თუ რას გულისხმობს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევო წესები და აღნიშნულია, რომ „მაჟრიტარულ საარჩევნო ოლქზე დაფუძნებულ სისტემას სარგებელი მოაქვს მოქმედი პარტიებისთვის, ახალ პოლიტიკურ ძალებს კი მანდატების მიღების შესაძლებლობას ურთულებს.“

გამოცემა პრემიერ-მინისტრის სიტყვების ციტირებას ახდენს, სადაც გიორგი გახარია აცხადებს, რომ ”გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში სრულად არის დაცული კანონით, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუციების უკანონო დაბლოკვის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.“

„მას შემდეგ ათობით ადამიანი დააპატიმრეს და პოლიციამ პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სამშაბათს კი პარლამენტის შენობის გარშემო უზარმაზარი ფოლადის კარიბჭეები აღმართეს,“- წერს „ევრონიუსი“.

სტატიაში გერმანელი ანალიტიკოსისა და მკვლევარის დიონის ჩენუსას კომენტარიც არის წარმოდგენილი, რომელიც აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, აღნიშნული ზომების მიღებით ხელისუფლებამ დემონსტრაციების შეჩერება შეძლოს, ვინაიდან ოპოზიციას „ძალიან ცოტა რამ აქვს დასაკარგი“.

"მთავრობამ სიტუაციის განსამუხტად გამოსავალი უნდა მოძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუჩის აქციების ზეწოლა შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, თუკი „ქართული ოცნება“ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ ტაქტიკას ან სამართლებრივი რეპრესიული ზომების გატარებას დაუშვებს,“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი გამოცემასთან საუბარში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო