საგზაო უსაფრთხოების კამპანიის “მეტი სიცოცხლისთვის” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საგზაო უსაფრთხოების კამპანიის “მეტი სიცოცხლისთვის” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისის N103 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა.

მათი ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების აუცილებელ წესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

„პრაქტიკულ გაკვეთილზე მშობლების ჩართულობით ბავშვებმა ზებრაზე წესების დაცვით გადასვლა და საგზაო მოძრაობის სხვა აუცილებელი წესები ისწავლეს. მოსწავლეებმა თეორიულ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს. კამპანიის ფარგლებში სკოლებში ვიზიტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. სწავლების მიზანი ცნობიერების ამაღლება და საგზაო უსაფრთხოების პრევენციაა. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა