„ქართული ოცნების" ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი აქცია  "არა ლობიოს სამართალს" გაიმართა

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ,,უფლებადამცველთა ასოციაციის" ორგანიზებით, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი აქცია სახელწოდებით "არა ლობიოს სამართალს" გაიმართა. აქტივისტებმა ადგილზე სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს.

როგორც უფლებადამცველმა ნიკა მემანიშვილმა აღნიშნა, ლაშა ჩხარტიშვილის საქმე აუცილებლად შევა მსოფლიოს სამართლის ისტორიაში "ლობიოს საქმის" სახელით, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ლობიოს აყრის გამო ადამიანებს არ იჭერენ.

"დღეს ჩვენ მოვედით აქ, რომ გავაპროტესტოთ ლაშა ჩხარტიშვილის დაპატიმრება, რომელიც ჰაერში ლობიოს რამდენიმე მარცვლის აყრის გამო დაიჭირეს. იმ ფონზე, როდესაც დღეს ქუჩაში უამრავი დამნაშავე თავისუფლად დადის, არ უნდა იჭერდნენ იმ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ, იცავდა ადამიანების უფლებებს და აბსოლუტურად უსუსური ბრალდებით იჭერს მოსამართლე, რომელიც აუცილებლად იქნება პასუხისგებაში მივემული როდესაც მოვა დრო იმიტომ, რომ მან უამრავი ახალგაზრდა გამოკეტა სრულიად უსამართლოდ ციხეში და ეს საქმე აუცილებლად შევა მსოფლიოს სამართლის ისტორიაში "ლობიოს საქმის" სახელით იმიტომ, რომ ლობიოს აყრის გამო 21-ე საუკუნეში ადამიანებს არ იჭერენ. სიმბოლურად მოვიტანეთ 41 ლობიოს მარცვალი და ავყარეთ ჰაერში, რათა გამოგვეცხადებინა სოლიდარობა ლაშასთვის, თუმცა როგორც ხედავთ მე არ დამიჭირეს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ლაშა ჩხარტიშვილი ნამდვილად პოლიტპატიმარი გახლავთ," - განაცხადა ნიკა მემანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტური პარტიის” წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა