ბიძინა ივანიშვილი - მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან

ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში განვითარებული მოვლენები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ღამის კოშმარად გადაექცა. ამის შესახებ სტატიას Bloomberg აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა, რომლის ქონებაც 5.4 მილარდ აშშ დოლარს შეადგენს, გადადგა ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა. თანაც ეს ხდება, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.

გამოცემასთან ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო.

„მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან“, -აცხადებს ის.

ივანიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკონცერტო დარბაზების, მუზეუმების, ბოტანიკური ბაღებისა და ეკლესიების მშენებლობაში უკვე 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

ივანიშვილმა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„ის, რაც რუსეთმა გააკეთა სიგიჟეა. მაგრამ ჩვენ თუ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება“, -აღნიშნა მან.

„დღეს რომ არჩევნები „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს