გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში  აქციები რეგიონებში  გაიმართება, რის შემდეგაც,  დიდი აქცია უკვე თბილისში ჩატარდება

ოპოზიციის ლიდერები სამომავლო გეგმებზე დღეს იმსჯელებენ. შეხვედრა 17:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მათ სტრატეგიაში გარკვეული ცვლილებები შევა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აქციები რეგიონებში აქტიურად გაიმართება, რის შემდეგაც, დიდი აქცია უკვე თბილისში ჩატარდება. დაახლოებით ამავე პერიოდში, მისივე თქმით, ოპოზიცია მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე „ოდირის“ დასკვანასაც ელოდება.

„წინააღმდეგობის მოძრაობას უფრო დიდ მასშტაბს შევძენთ. ეს ნიშნავს უკვე რეგიონებში მასიურად გაშლას და მზადებას დიდი აქციისთვის, რომელიც აუცილებლად თბილისში ჩატარდება. არ გვაქვს ჯერ დაგეგმილი კონკრეტული თარიღი. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ გუშინ იძახა არაფერს ვეთანხმებიო, ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვაქვს, ოდირში იგზავნება ეს კანონპროექტი, რომელზეც ჩამოვა პასუხი, რასაც დაახლოებით სჭირდება 10 დღე და რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ჩვენი მოთხოვნა შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ ექნება, რომ შეეწინააღმდეგოს ამას. ჩვენ გაწერილი გვქონდა სტრატეგია, გუშინდელი შეხვედრის შესაბამისად მცირედი კორექტირები იქნება: ალბათ, მომავალი ორი კვირა რეგიონები და შემდეგ უკვე უნდა ველოდოთ დიდ აქციას თბილისში,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ გერმანულ მოდელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანული მოდელი ქართულ რეალობაზე იყო მოსარგები და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მოიფიქრეს. ამ ნაწილზე მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვედრაზე არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ და დიპლომატების თვალწინ აღიარეს, რომ უშუალოდ ეს ნაწილი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

„ამ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით ოქრიაშვილების და მსგავსი მინიფეოდალების არსებობას გამოვრიცხავთ. ეს არის ჩვენი მოფიქრებული, რომელიც შევთავაზეთ ოპოზიციას, ყველამ მხარი დაუჭირა და ამით გერმანული მოდელის სრულყოფა მოხდა საბოლოო ჯამში, რაც გამორიცხავს „ქართული ოცნების“ მხრიდან მაჟორიტარული ოლქებით მანიპულაციას. ამ ნაწილზე რომელიც არის მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, პირდაპირ თქვა „ქართულმა ოცნებამ“, რომ არგუმენტიც კი არ აქვთ, რომ რამეში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ითქვა ამ შეხვედრაზე ელჩების თანდასწრებით,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მთლიანობაში გუშინდელ შეხვედრას, გიორგი ვაშაძე ოპოზიციის გამარჯვებად აფასებს, რადგან, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენელთა თვალწინ ტყუილში გამოიჭირეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს