მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს -  ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი - გაურკვეველია,  რა ლოგიკით იწყალებენ და რა ლოგიკით არ იწყალებენ

მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს. ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი - გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ და რა ლოგიკით არ იწყალებენ,-ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს.

მეუფე ნიკოლოზის აზრით, პრეზიდენტი ბრალდებულ დეკანოზს შეიწყალებს.

"მგონია, რომ შეიწყალებს, პრეზიდენტის მაგივრად რა უნდა გითხრათ. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა განჩინება, წერილს ხომ არ მივწერთ არა?",-განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, რომ სინოდს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის შეწყალების თაობაზე ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუმართავს, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საკითხს "მოიკითხავს". მეუფე ნიკოლოზის აზრით, მას არ ჰგონია,რომ დეკანოზის არ შეწყალების მიზეზი ეს იყოს.

"არა მგონია ,რომ ეს იყოს მიზეზი. მეორეც, არ მგონია, რომ პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი თქვას, რატომ არ უნდა შეიწყალოს? ეს არის ბიუროკრატია და მე ვერ გეტყვით, ბიუროკრატიულად ვინ და სად უნდა დაწეროს. სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და გამოაქვეყნა. საერთოდ ეს ასე ხდება. მეორედ მივმართავთ უკვე პრეზიდენტს ასეთი თხოვნით. პირველად სიტყვიერი მიმართვა იყო. ასეთ საკითხებზე. სხვანაირი ბიუროკრატია არსებობს, მე რომ მივმართავ, დავწერ და გავუგზავნი, მაგრამ სინოდი მიმართავს, პატრიარქი მიმართავს და რა ვიცი, რად უნდა ამდენი ამბავი ამას?, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე განაცხადა, რომ შეწყალება რთული პროცესია, მით უმეტეს საქართველოში ქვეყანაში.

"ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი. გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ, რა ლოგიკით არ იწყალებენ. ჩვენ მეორედ მივმართეთ პრეზიდენტს შეწყალებისთვის, წინაზე წინა პრეზიდენტს მივმართეთ და შეწყალების კომისიამ არ ურჩია", - განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების ბრალდებას, რომ შეწყალების თაობაზე განცხადებას შორენა თეთრუაშვილი ბლოკავს, ამას მეუფე ნიკოლოზი ინტრიგას უწოდებს.

"ეს არის თითიდან გამოწოვილი ინტრიგა, ასე ჰქვია ამას, რასაც მეუბნებით. ვინც არ უნდა განაცხადოს, სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო. სინოდმა მეტი რა უნდა გააკეთოს?, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს - მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო