ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა აშშ-ის ჰიმნი იმღერეს და დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა მორიგი საპროტესტო აქცია აშშ-ის საკონსულოსთან გამართეს. მათ აშშ-ის ჰიმნი იმღერეს და მხარდაჭერისთვის დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადეს. ისინი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, გაათავისუფლოს ჰონგ-კონგი.

დემონსტრანტებს ხელში აშშ-ის დროშები და ბანერები წარწერით „მადლობა პრეზიდენტო ტრამპ“ ეკავათ.

ამასთან, ჰონგ-კონგის მოსახლეობამ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაც გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მოაწყვეს. მათი თქმით, მხოლოდ გასულ კვირას ჰონგ-კონგში 1 100 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჰონგ-კონგში დემონსტრანტების მხარდამჭერ კანონს გასულ კვირას მოაწერა ხელი, რასაც ოფიციალური პეკინის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო