ნიკა გვარამია - დღეს ჩემი ოჯახისა  და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას  ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე განცხადებას ის საღამოს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ გააკეთებს.

„მეგობრებო, დღეს, ძალიან საინტერესო "პოსტ ფაქტუმის" შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”. ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და

აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის. შევხვდებით საღამოს, "პოსტ ფაქტუმის" შემდეგ“,- წერს გვარამია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა