ვახტანგ ძაბირაძე - თუ ოპოზიცია ფიქრობს აქციების გაგრძელებას,  ცოტა უფრო აკადემიურ სტილში უნდა გადავიდნენ - პიკეტირება და ბლოკირება უნდა შეიცვალოს მშვიდი აქციებით, რომელიც ითვალისწინებს სირცხვილის კორიდორების შექმნას

ოპოზიციამ დამოუკიდებლად უნდა გადადგას ნაბიჯები და პირველ რიგში, მათ მიერ მომზადებული საარჩევნო სისტემა - ე.წ გერმანული მოდელი, უნდა გადაეგზავნოს როგორც ვენეციის კომისიას, ისე ევროსაბჭოში შესაბამის კომისიას, რათა მათ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

ამასთან, მისი აზრით, თუკი ოპოზიციონერი ლიდერები ისევ ფიქრობენ ქუჩის აქციების გაგრძელებას, „ცოტა უფრო აკადემიურ სტილში უნდა გადავიდნენ“.

„არ ველოდი, რომ ეს შეხვედრა რაიმე შედეგს გამოიღებდა. ოპოზიციამ მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა განაცხადოს, რომ ის შეწყვეტს ხელისუფლებასთან რაიმე დიალოგს, მაგრამ დამოუკიდებლად უნდა გადადგას ნაბიჯები. პირველ რიგში, მათ მიერ მომზადებული საარჩევნო სისტემა უნდა გადაეგზავნოს როგორც ვენეციის კომისიას, ისე ევროსაბჭოში შესაბამის კომისიას, რათა მათ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. ეს ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია თუ ამას რაიმე სამართლებრივი მხარე არ უშლის ხელს. ან იგივე ევროსაბჭოს წარმომადგენლებს საქართველოში, სთხოვონ ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს, რეკომენდაციები გაუწიონ აი, ამ კანონპროექტს, რათა იქნას განხილული რაც შეიძლება სწრაფად.

პარალელურად, მე ვფიქრობ, რომ თუ ისინი ფიქრობენ გააგრძელონ ქუჩის აქციები, ცოტა უფრო აკადემიურ სტილში უნდა გადავიდნენ და პიკეტირება და ბლოკირება უნდა შეიცვალოს საკმაოდ მშვიდი აქციებით, რომელიც ითვალისწინებს სირცხვილის კორიდორების შექმნას, იმიტომ, რომ ამ აქციებს, ამგვარ სტილში გაგრძელებულს, არანაირი შედეგი არ მოაქვს. ოპოზიციამ ეს ყველაფერი - კანონპროექტის გადაგზავნა, სირცხვილის კორიდორის გაკეთება, უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ელექტორატზე მოახდინოს გავლენა, რათა შეამციროს „ქართული ოცნების“ რეიტინგი. თუ ოპოზიცია თვლის, რომ იმ ფორმის აქციებით, რაც აქვთ, შეძლებს ხელისუფლება აიძულოს დათმობებზე წასვლა, მაშინ შემიძილა ვთქვა, რომ ოპოზიცია მწარედ ცდება და არათუ მოიმრავლებს ამომრჩეველს, პირიქით შეიძლება ამომრჩეველი დაკარგოს. ამიტომ მათ შექმნილი ვითარება უნდა გააანალოზონ და შესაბამისად იმოქმედონ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ასევე აუცილებელია რეგონებში გასვლა და მოსახლეობისთვის თითოეული მაჟორიტარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია ისეთი უნდა იყოს, რომ „ოპოზიციური მუხტი თან გააძლიერონ და თან სიტუაცია იმდენად არ დაძაბონ, რომ ვიღაც მესამე ძალამ ეს გამოიყენოს ქვეყანაში დესტაბლიზაციისთვის“.

„მესამე, აუცილებელია რაიონებში გასვლა. იდეურად სწორი გადაწყვეტილებაა მაჟორიტარებზე ინფორმაციების შეგროვება და იმავე რაიონში იმავე მოსახლეობისთვის ამის ახსნა-განმარტება. ოღონდ აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს მიზანმიმართულად, ფრთხილად და იმის გათვლით, რომ ეს პროცესი ერთ და ორ დღეში და თვეში არ დასრულდება. მან ეს უნდა გათვალოს მთელი თავისი ტაიმაუტებით. ვგულისხმობ, საახალწლო მკვდარ სეზონს და ა.შ. თავისი სტრატეგია ისე გათვალონ, რომ ამომრჩეველთა მხარდაჭერის პიკს ოქტომბერში მიაღწიონ არჩევნებზე. გათვლა უნდა იყოს იმაზე, რომ დასავლეთმა ოპოზიცია არ უნდა აღიქვას რევოლუციურ ძალად. ოპოზიციური მუხტი თან უნდა გააძლიერონ, თან იმდენად არ უნდა დაძაბონ სიტუაცია, რომ ვიღაც მესამე ძალამ ეს გამოიყენოს ქვეყანაში დესტაბლიზაციისთვის“, - აღნიშნა ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა