გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე - ყველანაირად ცდილობენ, რომ არაცივილიზებული ქცევისკენ გვიბიძგონ - ვერ მოგართვით!

მოჰყავთ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები და აყვირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ. ყველანაირად ცდილობენ, რომ არაცივილიზებული ქცევისკენ გვიბიძგონ - ვერ მოგართვით! -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პარტიის ოფისთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება და „ნაციონალური მოძრაობა“ კანონიერი პროტესტის ფარგლებში გააგრძელებს არჩევნებისთვის მზადებას.

მისივე განცხადებით, ქუთაისი იქნება, პირველი ქალაქი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მასობრივად უარს ეტყვის.

„მოგესალმებით ქუთაისიდან, ქართული ცივილიზაციის აკვანიდან, სადაც დღეს კიდევ ერთხელ დადგა უნიჭო სპექტაკლი ხელისუფლებამ. ეს ის ქალაქია, სადაც შენობები ინგრევა, სადაც გზები არ არის, სადაც გადათხრილ ქუჩებს წლობით ვერ აკეთებენ - იმ შვიდ-რვა წელში, რომელსაც ისინი ხელისუფლებაში ყოფნას ეძახიან. ეს ის ქალაქია, რომელიც მასობრივად დაცლილია, სადაც არის უიმედობა, უმუშევრობა, სადაც ელემენტარული ცხოვრების პირობები არ იქმნება, ამათი უნიჭო მმართველობის გამო.

მოჰყავთ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები და აყვირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ. ყველანაირად ცდილობენ, რომ არაცივილიზებული ქცევისკენ გვიბიძგონ-ვერ მოგართვით! ხომ გახსოვთ ეს გამოთქმა: „ვერ მოგართვით“? არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება, გავაგრძელებთ მშვიდობიან, კონსტიტუციის ფარგლებში საპროტესტო მოძრაობას და გავაგრძელებთ ცივილიზებულად არჩევნებისთვის მომზადებას და ამისთვის, ამ სიმახინჯისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, პასუხს მიიღებთ არჩევნებზე. პირობას გაძლევთ, ქუთაისი იქნება ნომერ პირველი ქალაქი, რომელიც მასობრივად გეტყვით უარს თქვენი უნიჭობას, იდოტიზმს და იმას, რომ საქართველოში ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს უნიჭოდ და იდიოტურად წაართვით რვა წელიწადი“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა