ჩინეთში მობილური ტელეფონების მფლობელებისთვის სახის სკანირება სავალდებულო გახდა

ჩინეთში მობილური ტელეფონების მფლობელებისთვის სახის სკანირება სავალდებულო გახდა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ამიერიდან ახალი რეგულაციების მიხედვით, ჩინეთში მობილური ტელეფონის მფლობელები ვალდებულები არიან ახალი სერვისებით სარგებლობისას სახის სკანირება გაიარონ.

ოფიციალური პეკინის განცხადებით, ახალი რეგულაციების მიზანი კიბერსივრცეში ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, ჩინეთის მოქალაქეები ვალდებულები არიან მობილურ ოპერატორ კომპანიას საიდენტიფიკაციო დოკუმენტები წარუდგინონ.

ახალ კანონს სოციალურ მედიაში მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ თვალთვალს კიდევ უფრო აძლიერებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა