ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილს რომ დავესესხო, იგივეს ვეტყოდი -  დიახ, კედელზე თავის რტყმას შეეშვან და თვალი გაუსწორონ უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და  სოციალურ კრიზისს ქვეყანაში

ბიძინა ივანიშვილს რომ დავესესხო, იგივეს ვეტყოდი - დიახ, კედელზე თავის რტყმას შეეშვან და თვალი გაუსწორონ უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისს ქვეყანაში,-ამის შესახებ"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "ლეიბორისტული პარტიის " ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ნიკა მელიას თქმით, საპროტესტო აქციები სხვადახვა ფორმატში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება, რადგან "ქართულმა ოცნებამ" 20 ივნისის პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა, თუმცა მას შანსი ჰქონდა, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაელახა და შანსი გაუშვა ხელიდან.

"საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ "ქართული ოცნება" არ გადაიხდის ძალიან ძვირ პოლიტიკურ ფასს. სიტყვა გატეხა "ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ, რაც თითქოს მან თქვა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა თქვენ ხალხნოო. რა მოხდა შედეგად? მოხდა საპირისპირო, პროპორციული სისტემა ბიძინა ივანიშვილმა სახლში წაიღო და გახარია დააწინაურა",-განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებს მოუწევთ რეალობას თვალი გაუსწორონ.

"ქვეყნის შიგნით არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა აღარ დარჩათ, ქვეყნის გარეთაც ისინი პოლიტიკურად გაბანკროტებულები არიან, საერთაშორისო პარტნიორები მათ, როგორც სერიოზულ პარტნიორს, აღარ უყურებენ",-განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა