პაატა დავითაია - გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ პიკეტისა და აქციების გაგრძელება მოგვიწევს

გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ პიკეტისა და აქციების გაგრძელება მოგვიწევს,-ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ ჟურნალისტებს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოისმენენ გუშინ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას, ასევე განხილულ იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, თუ რა ფორმით იმოქმედებს ოპოზიცია.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება. დავითაის თქმით, აღნიშნულის თაობაზე, არის თუ არა კონსტიუციასთან შესაბამისობაში შეთავაზებული მოდელი, დასკვნა ორ კვირაში იქნება ცნობილი.

"ყველას აქვს უკვე ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი, დაველოდოთ დასკვენებს, როგორც ვიცი, ტექნიკურად 10-დან 12 დღემდე სჭირდება ამას“, - განაცხადა დავითაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო