მოძრაობა „ლელო“ - ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტების მიერ  გამართული აქციები არის  აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული სამარცხვინო და სახიფათო მოვლენა

,,ქართული ოცნების’’ აქტივისტების მიერ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გამართული აქციები არის სახედაკარგული, აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული სამარცხვინო და სახიფათო მოვლენა, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„შუღლის და სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება დაუშვებელია! ეს პირები არიან ხელისუფლების მიერ მართული ძალები. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანას მართავს დაქსაქსვით და ურთიერთდაპირისპირებით, ეს არღვევს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პრინციპებს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს მსგავსი უკანონო მოქმედებები და მკაცრად დასაჯოს ყველა კანონდამრღვევი. დროულად მოძებნოს მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა და წევრებმა აქცია „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება“ გამართეს. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ და შენობას კვერცხები და საღებავები დაუშინეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გადაინაცვლეს და შენობას კვერცხები და ცოცხები ესროლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა