გიგა ბოკერია - სამარცხვინო კლოუნების გასაგონად ვიმეორებ, რომ ორივენი წინასწარ დავეთანხმოთ ნეიტრალური არბიტრის შეფასებას

სამარცხვინო კლოუნების გასაგონად ვიმეორებ, რომ ორივენი წინასწარ დავეთანხმოთ ნეიტრალური არბიტრის შეფასებას. თუ შენიშვნა ექნებათ, შენიშვნის გათვალისწინებით გავაკეთოთ,-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მედიას "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რითაც მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდთან და ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

გიგა ბოკერიას თქმით, თუ "ქართული ოცნება" არ წაიღებს უკან "შეურაცხყოფას, რაც ივანიშვილმა ყველას მიაყენა, რადიკალური პროტესტი გაგრძელდება და გამწვავდება. რაც შეეხება დიალოგს მმართველ გუნდთან, ბოკერიას თქმით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მოუწია "ქართულ ოცნებას" ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დიალოგი, რაზეც ამბობდნენ, რომ "კრიმინალებთან არ ისაუბრებდნენ.

"იქაც გაგრძელდება მათი წვალება და გარეთაც გაგრძელდება მათი წვალება. ჩვენ პროექტი დავასრულეთ და სახალხო დამცველის აპარატს ექნება კანონპროექტი გადაცემული და ის გააგზავნის. დაველოდებით ოდირი-ს პასუხს. სამარცხვინო კლოუნების გასაგონად ვიმეორებ, რომ ნეიტრალური არბიტრის შეფასებებს დავეთანხმოთ ორივენი წინასწარ. თუ შენიშვნა ექნებათ, შენიშვნის გათვალისწინებით გავაკეთოთ, თუ არ ექნებათ, ისიც. სანამ ივანიშვილი პოლიტიკურად არ გატყდება, მისი კლოუნები იმ გზავნილს გაიმეორებენ, რომ კონსტიტუციური არ არის. მათ არც იმ მაგიდასთან დაჯდომა უნდოდათ, მაგრამ მოუწიათ. ან მოუწევთ ზუსტად ასე უკან დახევა და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა ქმედებით, არა სიტყვით, ან თვითონ დაისრულებენ თავისი უტიფრობით საკუთარ პოლიტიკურ კარიერას“, - განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს