ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შესაძლოა, ოპოზიციისა და  ხელისუფლების  მოლაპარაკებების მეორე რაუნდი,  ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნამდეც გაიმართოს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შესაძლოა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნამდეც გაიმართოს. ბურჯანაძემ ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრამდე განაცხადა.

ბურჯანაძე მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია და აღნიშნა, რომ "რას ამბობს "ქართული ოცნება", არ აქვს მნიშვნელობა".

"მნიშვნელობა აქვს, როცა ამას ამბობს სუბიექტი, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს. სუბიექტს, რომლის სიტყვასაც არ აქვს ფასი, რომლის სიტყვის ფასიც არის ნული, რომელსაც შეუძლია დღეს ერთი თქვას, ხვალ მეორე - ეს სუბიექტი რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს. დისკუსია დახურული, ბუნებრივია, არ არის, რადგან გუშინ დიპლომატიური კორპუსიც ამბობდა ამას, ჩვენც ვთქვით და შევთანხმდით, რომ შემდეგი რაუნდი მოლაპარაკების დაინიშნება, როგორ არის დახურული დისკუსია? მესმის, რომ სახის შენარჩუნება უნდათ, მაგრამ სახის შენარჩუნება გონივრულია, თუ სწორ ნაბიჯს გადადგამ და კონფლიქტს მოაგვარებ, ვიდრე მაშინ, როცა ამბობ, რომ კრიზისი არ არის.

ვინც კი საქართველოზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დღეს საუბრობს, მედიასაშუალებებია, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ დიპლომატიური კორპუსი, ვინც ოდნავ აზროვნებს და პოლიტიკა იცის, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ქვეყანაში არის ძალიან ღრმა პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი",-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელზე შესაბამისი დასკვნის მოპოვების წინააღმდეგია.

"თავად ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნის მოპოვების წინააღმდეგია ხელისუფლება, რაც ლაპარაკობს შიშზე, რომ იქიდან დასკვნა მოვა, რომ ეს არის კინსტიტუციური მოდელი და აისახება მათ მყიფე პოზიციაზე. ჩვენ არ ვართ შეზღუდულები, თუ დიპლომატიური კორპუსი ჩათვლის, რომ მზად არის მოპარაკებების მეორე რაუნდი შეიძლება ამ დასკვნების მიღებამდე შედგეს, შეიძლება დაველოდოთ დასკვნას, რომელიც ძალიან მალე უნდა ჩამოვიდეს",-განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო