გიგა ბოკერია - ამ კვირაში აპირებენ სამარცხვინო მოსამართლეების საკითხის  კენჭისყრას იურიდიულ კომიტეტზე -   ისევ სპეცრაზმები უნდა მოიყვანონ, ან ღამე გაათენონ პარლამენტში,  თორემ ისე,  კომფორტულად,   ამას ვერ იზამენ

ამ კვირაში აპირებენ სამარცხვინო მოსამართლეების საკითხის კენჭისყრას იურიდიულ კომიტეტზე, ისევ სპეცდანიშნულების რაზმები უნდა მოიყვანონ, ან ღამე გაათენონ პარლამენტში კომიტეტის წევრებმა, თორემ ისე, კომფორტულად, ამას ვერ იზამენ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მედიას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, პიკეტირება გაგრძელდება და "ბევრი სამიზნე ჰყავთ".

"ჩვენი პოლიტიკური სამიზნეების პიკეტირებები გაგრძელდება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ამ კვირაში აპირებენ სამარცხვინო მოსამართლეების საკითხის კენჭისყრას იურდიულ კომიტეტზე, თუ არ ვცდები ოთხშაბათს, ხუთშაბათს ან პარასკევს. ყველა ვარიანტში, ისევ სპეცდანიშნულების რაზმები უნდა მოიყვანონ, ან ღამე გაათენონ პარლამენტში კომიტეტის წევრებმა, თორემ ისე, კომფორტულად, ამას ვერ იზამენ. გადავწყვიტეთ, რომ რეგიონებში იქნება ყველგან აქციები, რომელიც დაგვირგვინდება ბოლოს თბილისში დიდი აქციით. პირველი აქცია პარასკევს ქუთაისში იქნება. ამ ქალაქში განსაკუთრებით იმიტომ, რომ იქ ამ სამარცხვინო ხალხმა, თავისი პატარა გარემოცვის, კრიმინალებით, ვინც ჰყავთ შეფარებული ააიპ-ის თანამშრომლების სახით, სცადეს დამატებითი ძალადობა, მაგრამ ამის გარეშეც ასე იქნებოდა",-განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს