„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს სასამართლოსთან შეიკრიბებიან, რომელმაც „ქართუ ბანკის“ საქმეზე ნიკა მელიას მიმართ განაჩენი უნდა გამოაცხადოს

არც ერთ საქმეს არანაირი სამართლებრივი მოტივი არ გააჩნია და ეს არის წმინდა პოლიტიკური საქმე, რადგან ბიძინა ივანიშვილი ნიკა მელიაში ხედავს პოლიტიკურ საფრთხეს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ეს ვერ შეაჩერებს საპროტესტო ტალღას, ნებისმიერ გამწვავებას ხალხი მეტი გამწვავებით უპასუხებს,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით დეპუტატ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა, რომელზეც ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა არის ჩანიშნული.

თინათინ ბოკუჩავას ინფორმაციით, „ქართუს“ საქმეზე 2 დეკემბერს სასამართლო გამოაცხადებს სარეზულუციო ნაწილს. მისივე თქმით, ამის შემდეგ იქნება „გავრილოვის საქმე, რაც სასამართლო სისტემის კომიკურობაზე მეტყველებს“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხვალ პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

„ხვალ ორი პროცესია, ერთი არის ე.წ ქართუს საქმე, ხოლო მეორე „გავრილოვის საქმე“. ბუნებრივია, არც ერთ საქმეს არანაირი სამართლებრივი მოტივი არ გააჩნია და ეს არის წმინდა პოლიტიკური საქმე, რადგან ბიძინა ივანიშვილი ნიკა მელიაში ხედავს პოლიტიკურ საფრთხეს, სერიოზულ და ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტს. რა მოიხარშება არაპროგნოზირებად, არადემოკრატიულ, აგონიაში მყოფი ერთი ადამიანის თავში, რომელსაც არანაირი ინსტიტუციური შემაკავებელი არ გააჩნია, რადგან დამონებული ჰყავს ყველა ინსტიტუცია და ქვეყნის ყველა ინსტანცია, იქნება ეს სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი თუ სხვა, ძნელი წარმოსადგენია. რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს ვერ და არ შეაჩერებს საპროტესტო ტალღას, ნებისმიერ გამწვავებას ხალხი მეტი გამწვავებით უპასუხებს, კიდევ უფრო სერიოზული პროტესტით, ვიდრე ის არ დათმობს მთავარს და ეს არის დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. სხდომა 09:30 საათზეა ჩანიშნული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს