გიორგი ვაშაძე „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით  ნიკა მელიას საქმეზე  - ხელისუფლებისგან კარგის მოლოდინი ვერ მექნება, ჩვენ თანაგუნდელები ვართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე

ხელისუფლებისგან კარგის მოლოდინი ვერ მექნება, ჩვენ თანაგუნდელები ვართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ნიკა მელია არ შეუშინდება ამ გადაწყვეტილებებს, რადგან ეს ყველაფერი დროებითია და ეს დროებითობა მალე დასრულდება,-ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით ნიკა მელიას საქმეზე 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომას, რომელზეც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

ვაშაძის თქმით, ის საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად მივა.

„კარგის მოლოდინი ვერ მექნება ხელისუფლებისგან, რომელმაც საქმიდან განარიდა საქმეში აბსოლუტურად ყველა მონაწილე და დატოვა მხოლოდ და მხოლოდ ნიკა მელიასთან მიმართებაში ეს საქმე. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას სურს, რომ პოლიტიკურად გამოიყენოს სასამართლო, კარგის მოლოდინი ვერ მექნება, მაგრამ ჩვენ თანაგუნდელები ვართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. არცერთ შემთხვევაში, მითუმეტეს ნიკა მელია არ შეუშინდება ამ გადაწყვეტილებებს, რადგან ეს ყველაფერი დროებითია და ეს დროებითობა მალე დასრულდება“,-განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილებას 2 დეკემბერს გამოაცხადებს. სხდომა 09:30 საათზეა ჩანიშნული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო