ნიკა გვარამია საქართველოდან წასვლას არ აპირებს

ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას,- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.

"მთავარი არხის" დირექტორმა მონოლოგში ვრცლად ისაუბრა საკუთარ საქმიანობაზე პოლიტიკასა და ტელევიზიაში, ასევე მისი ოჯახის თვალთვალთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ იცის, „ვიდეოს სინამდვილეში რა შინაარსი აქვს:“წადი და წაიყვანე შვილები“, თუმცა ის რჩება საქართველოში და დაეხმარება ქვეყანას. გვარამიას თქმით, ის მეუღლეს ესაუბრა ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ და შევჯერდით, ზუსტად ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ გამომეცხადებინა ჩვენ წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ამ ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც თავისუფლება მოვიპოვეთ, მე, მამამ, ეკამ , ზვიადმა და სხვებმა, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ვაშენეთ ახალი, ევროპული, წარმატებული, ქვეყანა, მეც მათ შორის, მაგრამ ჯერ მიშამ და სხვებმა, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ბიძინა დავამარცხეთ ჩვენი გამბედაობით, შიშველი ხელებით, თანმიმდევრულობით და სიმართლით, ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც გვაქვს მორალური უპირატესობა სრული სიმართლის სახით და მორალური ვალდებულება ილია ჭავჭავაძის ქვეყნის დაცვის. ჩვენ ვერ და არ გავაკეთებთ ამას, ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას“, - განაცხადა გვარამიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა