ბურკინა ფასოში ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბურკინა ფასოში ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმას სულ მცირე 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ ჰენთოკურაში მდებარე ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს მოხდა.

აღნიშნულ რეგიონში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი თავდასხმები საკმაოდ გახშირდა და მათ უკან, როგორც წესი, ალ-ქაიდასა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯიჰადისტური დაჯგუფებები დგანან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს