გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 2 დეკემბერს, თბილისის ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან აცნობეს.

კერძოდ, გლდანის რაიონი- გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების, ვეკუას, ხიზანიშვილის და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი - გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი -გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საიათნოვას ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი- გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი -გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, - აცხადებენ „თელასში“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა